bocuse d'or Georgia
თარიღი:
2019-01-25 20:40:32
საქართველო საფრანგეთში, ქალაქ ლიონში კულინარიულ გამოფენაზე „Sirha 2019” პირველად წარდგება. გამოფენა 26-დან 30 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენს 7 სხვადასხვა ასაკის მზარეული, შეფმზარეული ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებიც გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ.
გამოფენაში მონაწილე 7 წამყვან მზარეულს შორისაა ჩვენი გუნდის წევრი ლევან ჩხეიძე , რომელიც „ჩემო კარგოს ქარხნის „ მთავარი შეფმზარეული გახლავთ.
„Sirha 2019”-ის პარალელურად, ასევე ლიონში იმართება მსოფლიოს ყველაზე დიდი გასტრონომიული ჩემპიონატი “Bocuse d’Or 2019”, საქართველოს მიზანია მოხვდეს 2021 წლის მსოფლიოას და ევროპის კულინარიულ ჩემპიონატზე.
ორიგინალი ჯგუფი , რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო და ჩემო კარგოს ქარხანა „ მხარს უჭერს ამ შესანიშნავ პორექტს რომელიც ნამდვილად ეროვნული მნიშვნელობისაა.მთელ გუნდს და პროექტს დიდ წარმატებას ვუსურვებთ.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნესსაკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“